რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში, რომელიც რიონში გადავარდა - ვრცელდება ახალი დეტალები
1793721553
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ეხმიანება "ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მომღერალ სოფო ბათილაშვილს "სიმღერაში გამოყენებული ფრაზის გამო ასამართლებენ."
ქართველიშვილის თქმით, მზია ამაღლობელის სააგენტო უსუსურად ცდილობს მოატყუოს საზოგადოება და გაამართლოს მომღერალი, რომელმაც მილიონზე მეტ ადამიანს დედა აგინა.
"სიმღერაში გამოყენებული ფრაზის გამო... დაწერა ბოროტების პროპაგანდამ პასკვილი და ძალიან მდაბიოდ, ძალიან უსუსურად ცდილობს "გააპრავოს" ვიღაც ბათილი, რომელმაც მინიმუმ 1 200 000 ადამიანს დედა აგინა. მზია დამაღლობელის რაღაც სააგენტო, სინამდვილეში უცხო ძალების პროპაგანდის ინსტრუმენტი ასეთი გაიძვერობით ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ვიღაც გოგოს რაღაც ფრაზის გამო ასამართლებენ. მრუდე რეალობა კი არ არის ეს, ეს არის ტყუილი. ბათილს ასამართლებენ დედის გინების გამო, ბევრი ქართველის დედის გინების გამო. არ გაგივათ ეს მაიმუნობა," - წერს დავით ქართველიშვილი.