2025 წლის 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ
1766307412
შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული უკრაინის პრეზიდენტი, პოლონელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში გაიმართა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მან და ანდჯჟეი დუდამ სამომავლო სტრატეგიული გეგმები და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
„გზად, შინისაკენ შევხვდი უკრაინის მეგობარს, პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას. შევაჯამეთ წელი, რომელმაც ისტორიული გამოწვევები მოიტანა სრულმასშტაბიანი ომის გამო. განვიხილეთ სამომავლო სტრატეგიული გეგმები, ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთქმედება საერთაშორისო დონეზე 2023 წელს“, - დაწერა ზელენსკიმ.