პესკოვმა ზელენსკი-ბაიდენის შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა - რითი არის უკმაყოფილო კრემლი

პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ლიდერის, ვლადიმერ ზელენსკისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ისაუბრა. 

კრემლს არ მოეწონა ზელენსკის და ბაიდენს შორის მოლაპარაკებები, რადგან „კრემლს არ გაუგია სიტყვები უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებისგან იმის შესახებ, რომ მზად არიან რუსეთის ფედერაციის შეშფოთებას მოუსმინონ“,- განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

პესკოვმა თქვა, რომ ორი ლიდერის შეხვედრაზე რეალურად მშვიდობისკენ არანაირი მოწოდება არ ყოფილა.

„არ იყო რეალური მოწოდებები მშვიდობისაკენ!  არ იყო გაფრთხილებები დონბასში საცხოვრებელი კორპუსების ბარბაროსული დაბომბვის შესახებ“, - აცხადებს პესკოვი. 

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 21 დეკემბერს შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მან თეთრ სახლში შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ის ასევე შეხვდა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს.