ვირტუსი

1749379794

„ვირტუსი“ სერია ა-ს ფინალშია - შენგელიამ დუბლი შეასრულა

 „ვირტუს ბოლონია“ სერია ა-ს ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიას ლიდერობით ბოლონიელებმა „ოლიმპია მილანოს“ 84-78 დაამარცხეს და სერიაში ანგარიშით 3-1 მოიგეს.საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე საუკეთესო იყო. შენგელიამ 27 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 11-დან 8 ორ ქულიანი, 1-დან 1 სამ ქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, ორმაგი დუბლი შეასრულა.„ვირტუსი“ ფინალში „ბრეშას“ შეხვდება. სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

1749379700

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში დღეს დაასრულებს

 საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში დღეს დაასრულებს. 21-წლამდელებს ავსტრიულ შეკრებაზე ბოლო სრული დღე გუშინ ჰქონდათ, რომელიც ორჯერად ვარჯიშებს მოიცავდა.ქართველი ფეხბურთელები სრული შემადგენლობით ტურნირის მასპინძელ სლოვაკეთში გაემგზავრებიან.რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.

ექსკურსია

1748187660

რა უნდა იცოდეთ სანამ ექსკურსიაზე წახვალთ? - რჩევები

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი გარე აქტივობების ექსკურსიის დაგეგმვისთვის საჭირო რჩევებს სოციალურ ქსელში აქვეყნებ ინფორმაციას და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. „რა უნდა ვიცოდეთ გარე აქტივობის/ექსკურსიის დაგეგმვამდე.სეზონური ალერგია წელიწადის გარკვეულ დროს ვლინდება, ჩვეულებრივ როდესაც ხეები, ბალახები ან სარეველები გამოყოფენ ჰაერში მტვრის პატარა ნაწილაკებს სხვა მცენარეების გასანაყოფიერებლად. მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე პერიოდი დატვირთულია სასკოლო ექსკურსიებით და ბუნებაში აქტივობებით. ეს პერიოდი ემთხვევა მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების მტვრის მარცვლების (ალერგენების) გავრცელების პერიოდს.რა არის სეზონური ალერგიის ნიშნები და სიმპტომები?თუ თქვენს შვილს ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს უვითარდება „გაციების“ სიმპტომები, შესაძლოა ეს იყოს სეზონური ალერგიის მიზეზი. ალერგიის სიმპტომები, რომლებიც ჩვეულებრივ ჩნდება მოულოდნელად და გრძელდება მანამ, სანამ ადამიანი ალერგენის ზეგავლენის ქვეშ არის, შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: ცემინება, ცხვირის და/ან ყელის ქავილი, ცხვირისა და თვალების შეშუპება, გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის უკანა ჩანადენი, ცხვირის გაჭედვა, ცრემლდენა, თვალების ქავილი და სიწითლე. ბავშვებს, რომლებსაც ამ სიმპტომების გარდა აღენიშნებათ ხველა, ხიხინი და/ან ქოშინი, შესაძლოა ჰქონდეთ ალერგია, რომელიც იწვევს ასთმას.როგორ დავიცვათ თავი ბუნებაში გასვლისას?ბალახიან ადგილას ყოფნას ატარეთ გრძელმკლავიანი სამოსი და შარვალი. ბალახთან კონტაქტისთანავე დაიბანეთ ხელები. ბალახთან შეხების შემდეგ, შინ დაბრუნებისას, მიიღეთ შხაპი (ან დაბანეთ ბავშვი). თუ ალერგიული ხართ ბალახების მიმართ, განიხილეთ ანტიჰისტამინის მიღება ქალაქგარეთ მცენარეებში ყოფნამდე. ბალახზე ალერგია უფრო ხშირად ზედა სასუნთქი გზების მხრივ დარღვევებით ვლინდება, რადგან ბალახის მტვრის პირველი~კონტაქტი სწორედ აქ ხდება ორგანიზმში, თუმცა კანისმიერი გამოვლინებაც არც თუ ისე იშვიათად გვხვდება.თუ თქვენი გამონაყარი რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება, იწვევს ძლიერ ქავილს, გავრცელდა, დაინფიცირდა და ა. შ აუცილებლად დროულად მიმართეთ ექიმს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სანიოლი

1747602920

კარგი თამაში უფასდებათ - ვის იძახებს სანიოლი ნაკრებში

როგორც მოგეხსენებათ, 5 და 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები შინ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს და ჯერ ფარერებს დაუპირისპირდება, შემდეგ კი კაბო-ვერდეს.აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობას ნაკრების რამდენიმე ლიდერი ვერ მიიღებს. მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე. სანიოლი აქცენტს ისეთ მოთამაშეებზე გააკეთებს, ვისაც აქამდე შანსი არ მისცემია.LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრებში ჯემალ ჯინჯოლავასა და იური ტაბატაძის გამოძახებას განიხილავს.ჯინჯოლავა და ტაბატაძე მიმდინარე სეზონში იბერიას რიგებში ბრწყინვალე მატჩებს ატარებენ და ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებლები არიან. ჯინჯოლავა თავის პოზიციაზე (მარცხენა მცველი) გამორჩეულია, ტაბატაძე კი 7 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია და საქართველოს ნაკრების საბოლოო სია ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, სადაც ბევრ დებიუტანტს უნდა ველოდოთ.

სოსო ნებიერიძე

1743939363

სოსო ნებიერიძე ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა - ვიდეო

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა. მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 352 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე. სოსო ნებიერიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაგვიზიარა. მან ჩრდილოეთ კორეის ვიზა მიიღო. ამჯერად კი აქვეყნებს ვიდეოს, რომლიდანაც ვიგებთ რომ იგი უკვე ჩრდილოეთ კორეაში მიემგზავრება:„არა ერთხელ წავსულვარ სახლიდან აეროპორტში, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. მსგავსი მოგზაურობა არასდროს არ მქონია. მეზობელი შემხვდა ახლა ლიფტში და მკითხა ამჯერად საითო - მეთქი ჩრდილოეთ კორეაში. ყველას ჰგონია, რომ ვხუმრობ. ვერ წარმომიდგენია რომ ახლა ვზივარ მანქანაში მივდივარ აეროპორტში და გეზი მაქვს ჩრდილოეთ კორეაში. ჯერ მივფრინავ ჩინეთში, ურუმჩიში და შემდეგ გადაჯდომა მაქვს პეკინში“, - ჰყვება სოსო ნებიერიძე ვიდეოში. 

ტაფა

1743527804

ნივთები, რომელთა ხანგრძლივად ხმარება არ შეიძლება - როგორც არ უნდა მოგწონდეთ, უნდა გამოცვალოთ

 ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებთან  განშორებაც ზოგჯერ რთულია, თუმცა  ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ძვირად ღირებულ და ხარისხიან ნივთს აქვს მომსახურების ვადა, რის შემდეგაც ის გამოსაყენებლად უვარგისი ხდება და სინანულის გარეშე უნდა მოიშოროთ თავიდან. საბნები და ბალიშები, რაც არ უნდა კომფორტული იყოს, სამუდამოდ ვერ გაძლებს. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ფუჭდება, გმასზე როვდება კანის, ოფლისა და მტვრის ნაწილაკები, რაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების და სხვა მიკროორგანიზმების, ასევე სხვადასხვა სახის ალერგენების გამრავლებისთვის. დროთა განმავლობაში მაღალი ხარისხის ბალიშები და საბნებიც კი ცვდება, იტკეპნებამ რაც ამცირებს კომფორტს, ეს კი თავის მხრივ იწვევს კისრის ან ზურგის  ძლიერ ტკივილს. გაითვალისწინეთ, რომ ბალიშის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად განსხვავდება რიგი ფაქტორების მიხედვით, მნიშვნელოვანია შევსების ხარისხი, მფლობელის მოვლისა და დასუფთავების ჩვევები და გამოყენების სიხშირე. ზოგადად, ექსპერტების უმეტესობა გირჩევს ბალიშების გამოცვლას ყოველ წელიწადნახევარ-სამ წელიწადში ერთხელ. მაგრამ არსებობს გამონაკლისები თანამედროვე შემავსებლებისა და მასალების სახით, რომელთა მომსახურების ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე მერყეობს.ტაფა სამზარეულოს შეუცვლელი ჭურჭელია, რომელიც სათანადო გამოყენების შემთხვევაში საკმაოდ დიდხანს ძლებს, მაგრამ მაინც ადრე თუ გვიან საჭიროებს გამოცვლას. მაღალი ხარისხის ტაფები დამზადებული მასალებისგან, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი, თუჯი ან სპილენძი, სათანადო გაწმენდითა და მოვლის საშუალებით შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში გამოგადგეთ. თუმცა, უკრავ ტაფებს ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ, რადგან საფარი დროთა განმავლობაში ცვდება და ნაკლებად ეფექტური ხდება. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ უკრავი ტაფების გადახურება და არ გამოიყენოთ ლითონის კოვზები ან აბრაზიული სარეცხი საშუალებები, რადგან მათ შეუძლიათ დააზიანონ ტაფის ზედაპირი. სიხშირე, რომლითაც თქვენ გჭირდებათ ტაფის გამოცვლა, დამოკიდებულია ტაფის ხარისხზე. როგორც წესი, ტაფის მომსახურების საშუალო ვადა ორიდან ხუთ წლამდეა, ხოლო უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის - სამიდან შვიდამდე.იგივე ეხება საბნების მომსახურების ხანგრძლივობას, ის ასევე განსხვავდება მასალის ხარისხის, მოვლისა და წმენდის წესების მიხედვით, ასევე გამოყენების სიხშირეზე. ზოგადად, სათანადო მოვლის შემთხვევაში, საბნების უმეტესობა რამდენიმე წელიწადს მოგემსახურებათ (ხუთიდან შვიდამდე). თუმცა, დროთა განმავლობაში, მასალა იწყებს ცვეთას, კარგავს თავის სირბილეს და იზოლაციას და ნაკლებად ეფექტური ხდება სითბოს შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ საბნების მდგომარეობას და შეცვალოთ ისინი საჭიროებისამებრ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი. ფარდების მომსახურების ვადა განსხვავდება მასალის ხარისხის, გამოყენების სიხშირისა და მოვლის დონის მიხედვით. როგორც წესი, მაღალი ხარისხის ფარდები, სათანადო მოვლის შემთხვევაში, რამდენიმე წლის განმავლობაში გამოგადგებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ისიც ცვდება. ეს გამოწვეულია მზის სხივების და ტენიანობის ზემოქმედებით. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფარდები, რომლებიც იატაკს ეხება, უფრო სწრაფად ცვდება, ვიდრე ის, რომელიც არ ეხება იატაკს. გარდა ამისა, სამზარეულოს ფარდების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად უფრო მოკლეა, ვიდრე სხვა ოთახებში გამოყენებული, მიზეზი ორთქლი, კვამლი და ცხიმია. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი იწვევს ლაქებს და ქსოვილის დაზიანებას...ვრცლად

ილონ მასკი

1737889615

ილონ მასკი გერმანიის ქალაქ ჰალეში ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდასაჭერად სიტყვით გამოვიდა

 ილონ მასკი გერმანიის ქალაქ ჰალეში, ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდასაჭერად სიტყვით გამოვიდა. წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც 4 500 ადამიანი იმყოფებოდა, მასკმა გერმანული კულტურის შენარჩუნებასა და გერმანელი ხალხის დაცვაზე ისაუბრა.ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა კი თქვა, რომ რესპუბლიკელები ამერიკას კვლავ დიდებულს გახდიან და მხარდამჭერებს მოუწოდა, გერმანია კვლავ დიდებული გახადონ.პარალელურად, ულტრამემარჯვენე პარტიის წინააღმდეგ, მთელი გერმანიის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.გამოკითხვების მიხედვით, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მეორე ადგილზეა, პირველ ადგილზე კი "კონსერვატიული პარტიაა".მესამე და მეოთხე ადგილზე არიან გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მმართველი "სოციალ-დემოკრატიული პარტია" და მწვანეთა პარტია.

სუდანი

1737889493

სუდანში საავადმყოფოს აფეთქების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა

 სუდანში, საავადმყოფოს აფეთქების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.უპილოტო საფრენი მოწყობილობით თავდასხმა, ქალაქ ელ ფიშერში, ერთადერთ მოქმედ სამედიცინო პუნქტზე განხორციელდა.ადგილობრივი მთავრობა თვლის, რომ თავდასხმის უკან სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მხარე ე.წ. სწრაფი მხარდაჭერის ძალები დგას.გაერთიანებული სახელმწიფოების თანამდებობის პირი , რომელიც სუდანის ჰუმანიტარული მოქმედებების კოორდინატორია, სოციალურ ქსელში წერს , რომ სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა, სუდანის შეიარაღებულ ძალებს, 48 საათით ადრე, ქალაქის ევაკუაციის ულტიმატუმი წაუყენა.

თიკა ფაცაციას შვილი

1737198628

„დიდი ისტორიის მქონე კლუბ „ჟალგირისის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი!“ - თიკა ფაცაცია შვილის მორიგ წარმატებაზე წერს

"დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე კლუბ "ჟალგირისის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი!...ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია რომელიც უნდა იცოდეთ" - "რუსთავი 2-ის" ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია, სოციალურ ქსელში, შვილის, ანდრო ანთელიძის მორიგი წარმატების შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს:"ჯერ იყო ფიბას ყველაზე ახალგაზრდა სერთიფიცირებული მწვრთნელი, შემდეგ საქართველოს 18 /20 წლამდელთა ნაკრების მეორე მწვრთნელი … პარალელურად ცნობილი კლუბი “ჟალგირისის” ჯერ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და ახლა უკვე ამავე ჟალგირისის დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე დიდი გუნდის რომელიც ევროლიგას თამაშობს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რა იქნება შემდეგ ამას დრო გვიჩვენებს ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია რომელიც უნდა იცოდეთ,"- წერს თიკა ფაცაცია.

ღრუბელი

1736529650

რამდენად ხშირად უნდა შეცვალოთ ჭურჭლის ღრუბელი - პასუხი ექსპერტისგან

ეროვნული სანიტარული ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სამზარეულოს ღრუბელი არის ყველაზე დატვირთული მიკრობებით დატვირთული ადგილი სახლში.როგორ გავწმინდოთ სამზარეულოს ღრუბელიღრუბელი 5 წუთის განამვლლბაში უნდა დაასველოთ სპეციალურ ხსნარში. ხსნარისთვის დაგჭირდებათ ერთი ლიტრა წყალი და სამი სუფრის კოვზი ქლორი. 5 წუთის შემდეგ ამოიღეთ ღრუბელი ხსნარიდან და ჰაერში გააშრეთ. რამდენად ხშირად უნდა გამოიცვალოთ სამზარეულოს ღრუბელი?ექსპერტი გვირჩევს, ყოველ კვირა შეიცვალოს სამზარეულოს ღრუბელი. ხანდახან შეიძლება შეიცვალოს უფრო ადრე, თუ ის საკმარისად ჭუჭყიანია. თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი სამზარეულოს ღრუბელი მინიმუმ ორ-სამ კვირაში ერთხელ: „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად და უხეშად იყენებთ მას“.

სიზმარი

1734294437

სიზმრები დაბადების თარიღის მიხედვით - რას ნიშნავს თქვენი ხილვები

სიზმრები ხშირად გვიჩვენებენ იმას, რაც ჩვენ შინაგანად გვაღელვებს, რადგან ისინი ჩვენი ემოციების, განცდებისა და ფიქრების ასახვაა. ზოგიერთი ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიზმრების მოსმენა, რადგან ისინი შეიძლება გვაფრთხილებდნენ მნიშვნელოვან საკითხებზე. 9, 18, 27ამ თარიღებზე დაბადებული ადამიანები ხშირად დაკავშირებულნი არიან დედამიწის ინფორმაციულ ველთან. მათ შეუძლიათ დიდი მასშტაბის მოვლენების წინასწარმეტყველება, თუმცა, ძირითადად, მათი ხილვები პირად ცხოვრებას უკავშირდება. თუ ისინი სიზმარში ხედავენ სამყაროს დასასრულს, ეს ნიშნავს, რომ მათი ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი ან პერიოდი სრულდება.6, 8, 24, 26ეს ადამიანები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან პარტნიორებთან ენერგეტიკული კავშირების მიმართ. მათ ხშირად ესიზმრებათ ყოფილი პარტნიორები, რაც მიუთითებს მიმდინარე ურთიერთობებში დაუმთავრებელ საკითხებზე ან კარმული ვალების გადაუხდელობაზე. თუ სიზმარში ყოფილი პარტნიორებთან ინტიმური სიზმრები აქვთ, ეს ყოველთვის უარყოფით ნიშნად ითვლება.2, 11, 29წყალი ამ ადამიანებისთვის ენერგიისა და ინფორმაციის მაგიური გამტარია. ამიტომ, თუ სიზმარში ხედავთ ძლიერ ქარს ან ტალღებს, ეს მომავალ სირთულეებს, ხანგრძლივ დაავადებებს ან მნიშვნელოვანი საქმეების წარუმატებლობას მიუთითებს. წყალს ამ ადამიანების ცხოვრებაში ყოველთვის აქვს წმინდა მნიშვნელობა და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.1, 10, 15, 28ამ თარიღებზე დაბადებულებს შეუძლიათ გარედან ზეგავლენის აღქმა და ძლიერი ენერგეტიკული დაცვით გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ სწრაფად მოახდინონ რეაგირება ნებისმიერ ნეგატივზე, რომელიც მათ ცხოვრებაში აღწევს, რაც სიზმრებშიც ვლინდება. მეხი, სისხლი, კბილის ტკივილი – ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ცუდი ადამიანი ცდილობს თქვენი ენერგეტიკული დაცვა გაარღვიოს.4, 19, 20, 31ეს ადამიანები ძლიერი კავშირით გამოირჩევიან თავიანთი გვარის მიმართ. მათ ხშირად ესიზმრებათ მშობლიურ სახლში დაბრუნება ან ადგილი, სადაც ბავშვობაში ბედნიერები იყვნენ. ეს სიზმრები მათი საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებას ასახავს. თუ სიზმრებში ხედავთ გარდაცვლილ ნათესავებს, ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი გზავნილია. გააანალიზეთ მათი ქცევები და სიტყვები, რადგან ისინი შეიძლება რაღაცაზე გაფრთხილებდნენ. განაგრძეთ კითხვა...

სალომე ზურაბიშვილი

1734158819

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდა

საქართველოს პრეზიდენტის არჩევა აქციის ფონზე მიმდინარეობს. დემონსტრანტები დილის 7 საათისთვის, თავდაპირველად პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი 9 აპრილის ქუჩისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ. დემონსტრანტთა ნაწილი კი ფილარმონიასთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძრა. ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენასთან ერთად, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, "ქართული ოცნება" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახნას 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, რამდენიმე წუთით გამოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.დემონსტრანტები 9 აპრილის ქუჩაზე არიან შეკრებილნი - ადგილზე არ არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, არც - სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა ცნობილია, რომ სპეცტექნიკა მობილიზებულია თავისუფლების მოედანზე. იქიდან გამომდინარე, რომ აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანად და არანაირი დაპირისპირება ამ დროისთვის არ ფიქსირდება, არ არის არც სპეცტექნიკის და არც ცოცხალი ძალის გამოყენების საჭიროება.რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, რომელიც, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ცხელი წერტილია, იქ ვითარება არის მშვიდი, დემონსტრანტები არ იმყოფებიან, თუმცა ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.პოლიტიკოსებიდან აქციის ტერიტორიაზე ჯერჯერობით მხოლოდ გიორგი ვაშაძე იმყოფება.ცოტა ხნის წინ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე სალომე ზურაბიშვილმა ჩაიარა - ის აქციის მონაწილეებთან არ მისულა, არც კომენტარი გაუკეთებია. პრეზიდენტმა, რუსთაველის გამზირის გავლით, სამსახურში - ათონელის რეზიდენციაში გადაინაცვლა. ადგილი ჰქონდა დემონსტრანტების მხრიდან შეძახილებს. მათ სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მალევე დატოვა, ტაშის ფონზე გააცილეს.