„2027 წელი ზოგისთვის ახალი დასაწყისის, ზოგისთვის კი ძველის დასრულების დრო გახდება...“ – თამარ იოსელიანის რჩევები

ჰოროსკოპი

ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო რჩევებს გვიზიარებს.

„2027 წელი ზოგისთვის ახალი დასაწყისის, ზოგისთვის კი ძველის დასრულების დრო გახდება. საინტერესოა, რა გელოდება შენ?

ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე 2027 წელს შევაბიჯებთ, თუმცა  ნუმეროლოგიის მიხედვით, თითოეულ ადამიანს წლის საკუთარი, ინდივიდუალური ენერგია ექნება.

2027 = 2 + 0 + 2 + 7 = 11 → 2

2027 წლის საერთო ენერგია — მთვარეა.

ეს არის მგრძნობელობის, ინტუიციის, ურთიერთობების, თანამშრომლობისა და შინაგანი ჰარმონიის სიმბოლო.

მაგრამ როგორ შეერწყმება ეს ენერგია კონკრეტულად შენს დაბადების თარიღს?

გთავაზობთ მარტივ გამოთვლას!

შეკრიბე შენი დაბადების დღის ყველა ციფრი, მიუმატე დაბადების თვის რიცხვი და შემდეგ დაამატე 2027 წლის ენერგიის რიცხვი — 2.

მაგალითად, ადამიანი დაიბადა 29 აპრილს:

2 + 9 + 4 + 2 = 17 → 1 + 7 = 8.

მისი პირადი 2027 წლის რიცხვია 8 სატურნის ენერგია.

ახლა კი გაეცანი შენი პირადი წლის ძირითად თემებს:

1 — მზე. ახალი დასაწყისი, დამოუკიდებლობა, ინიციატივა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.

2 — მთვარე. ურთიერთობები, თანამშრომლობა, ემოციური ჰარმონია და გრძნობები.

3 — იუპიტერი. სწავლა, განვითარება, ცოდნის გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება.

4 — რაჰუ. ცვლილებები, არასტანდარტული გადაწყვეტილებები და ჩვეული საზღვრებიდან გასვლა.

5 — მერკური. კომუნიკაცია, მოძრაობა, ახალი ნაცნობობა და მოქნილობა.

6 — ვენერა. ოჯახი, სიყვარული, სილამაზე და ურთიერთობებში ჰარმონიის დამყარება.

7 — კეტუ. თვითშემეცნება, სულიერი ძიება და ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასება.

8 — სატურნი. პასუხისმგებლობა, დისციპლინა, შრომა და მყარი შედეგების მიღწევა.

9 — მარსი. ცხოვრებისეული ეტაპების დასრულება, შეუპოვრობა და ახლისთვის სივრცის გათავისუფლება.

თუმცა ეს მხოლოდ ყველაზე ზოგადი მიმართულებებია!

პირადი წლის სრულფასოვანი გაანალიზებისთვის საჭიროა მისი განხილვა დაბადების თარიღის სხვა მაჩვენებლებსა და ცხოვრებისეულ ციკლებთან ერთობლიობაში. სწორედ ასე შეიძლება ნუმეროლოგიური სისტემის ფარგლებში უფრო ღრმად გამოიკვეთოს ადამიანის ინდივიდუალური ამოცანები და შესაძლებლობები.“ - წერს იოსელიანი.

✕