ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს ჩაუკეტონ საზღვრები. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები არის საზღვრების ჩაკეტვა, რადგანაც რუსებს სხვების მიწები მიაქვთ“. ზელენსკის განცხადებით, „რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან“.

„რანაირი რუსიც არ უნდა იყოს, აიძულეთ მათ, წავიდნენ რუსეთში. მაშინ ისინი მიხვდებიან. ახლა ისინი ამბობენ, ამ ომს ჩემთან რა საქმე აქვს. მთელი მოსახლეობა ვერ აგებს პასუხს, ეს შესაძლებელია? კი შესაძლებელია. მოსახლეობამ აირჩია ეს მთავრობა და ისინი მას არ ებრძვიან, არ ეჩხუბებიან, არ უყვირიან. არ გინდათ ეს იზოლაცია? თქვენ ამბობთ, რომ მთელი სამყარო თქვენი წესებით უნდა ცხოვრობდეს. მაშინ წადით და იცხოვრეთ რუსეთში. ეს ერთადერთი გზაა პუტინზე ზემოქმედებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში.