იენს სტოლტენბერგმა ზელენსკისთან სამხედრო მხარდაჭერის პრიორიტეტებზე ისაუბრა

 იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება გამართა.

სტოლტენბერგმა ზელენსკისთან უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერისა და მოკავშირეების მხრიდან დახმარების გაფართოების საკითხები განიხილა.

„ვისაუბრეთ სამხედრო მხარდაჭერის პრიორიტეტებზე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მ და მოკავშირეებმა გაუწიონ მეტი დახმარება უკრაინას და ეს უფრო სწრაფად გააკეთონ. ვისაუბრეთ მარცვლეულის პირველ პარტიაზეც და ამ მიმართულებით შეთანხმების სრული რეალიზაციის მნიშვნელობაზე“,- დაწერა სტოლტენბერგმა „ტვიტერის“ გვერდზე.