საფრანგეთში დაკავებული ქართველი თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა და თავშესაფარს ითხოვდა

უკრაინული პასპორტი

საფრანგეთში დაკავებული ქართველი თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა და თავშესაფარს ითხოვდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. 

დაკავებული 60 წლის მამაკაცი გასულ ორშაბათს, საფრანგეთის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ცენტრში, ქვეყანაში დროებითი ბინადრობის ნებართვას ითხოვდა.

სწორედ ამ დროს წარუდგინა მან ყალბი უკრაინული პასპორტი ფრანგ საჯარო მოხელეებს. თუმცა, ადგილობრივი  პრეფექტურის თანამშრომლებმა ყალბი პასპორტის ამოცნობა მალევე შეძლეს.