სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს, მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მასობრივი სარაკეტო თავდასხმებისა და უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმების გარდა, შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გაუშვეს.
უკრაინული მედია წერს, რომ კრივოი როგში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.