მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა - გაფრთხილება ამინდზე
1754077427
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. უკრაიული მედიის ცნობით, დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა. დაბომბვის შედეგად კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. არის ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელი უბნები ერთი დღით ადრეც დაბომბეს, რასაც ბოლო მონაცემებით 14 ადამიანი ემსხვერპლა, 89 კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა საარტილერიო იერიშები მიიტანეს სუმის რეგიონზეც. უკრაინული მედია წერს, რომ გასული დღე ღამის განმავლობაში რეგიონი 70-ჯერ დაიბომბა.