პირველად, უკრაინის ყველაზე დიდი პორტიდან, პროდუქტებით დატვირთული გემი ექსპორტზე გავიდა

გემი

პირველად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, უკრაინის უდიდესი პორტიდან (იუჟნიდან - ოდესის ოლქი) გაგზავნეს გემი საკვებით. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.

აღნიშნულია, რომ დღეს დილით „მარცვლეულის ინიციატივის“ განხორციელებისას იუჟნის პორტი უკრაინული საკვებით პირველმა გემმა დატოვა. პროდუქტით დატვირთული ტრანსპორტი მიემგზავრება იტალიაში. გემი ქარავანში გაერთიანდა გადამზიდავ ARIZONA-სთან, რომელიც გაემგზავრა ჩერნომორსკის პორტიდან ნიდერლანდების მიმართულებით. ორივე გემზე 60 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტია.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ,ალექსანდრე კუბრაკოვმა აღნიშნა, დღეს ყველაზე დიდი უკრაინის პორტი იუჟნი ექსპორტში ჩაერთო.

„ამგვარად, დიდი ოდესის ყველა პორტი ჩართულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში. ახლა ჩვენი მიზანია გავზარდოთ გადაზიდვა პორტებში. ორ კვირაში ვგეგმავთ გადაზიდვის მოცულობას 3-5 გემზე დღეში. ვმუშაობთ ხელშეკრულებების გარანტორებთან, რათა "მარცვლეულის დერეფანმა" შეუფერხებლად იმუშაოს და დაცული იყოს ნავიგაციის უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა", - თქვა კუბრაკოვმა.