„2008-შიც გმირი იყავი, დღესაც გმირი ხარ, მა“ - რას წერს უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი

გია ბერიაშვილი

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი, მარიამი სოციალურ ქსელში მამის ფოტოებს ემოციური აღწერით აქვეყნებს.

„ეს მამაჩემია, ამ ფოტოებს შორის წლებია განსხვავება, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას წლები ვერაფერს აკლებს. ორივე ფოტოში ხელში იარაღმომარჯვებული რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა. 2008-შიც გმირი იყავი დღესაც გმირი ხარ მა. მოვა დრო და ჩვენი დაკარგული 20%-ს ისევ ჩვენი იქნება!07.08.2008. 18.03.2022. დ ი დ ე ბ ა ყველა მებრძოლ გ მ ი რ ს !“, - წერს მარიამ ბერიაშვილი.