ომის 132-ე დღე - რა ხდება უკრაინაში

უკრაინა

უკვე 132-ე დღეა, რაც უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალები სარაკეტო და ავიაიერიშებს არ წყვეტენ. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში იყო გამოცხადებული.

გამთენიისას აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვსა და დნეპროში. ხარკოვში ოკუპანტების სამიზნეში კიდევ ერთი სკოლა მოექცა. სასწავლებელს ორი რაკეტა მოხვდა.

ექვსი აფეთქება მოხდა დნეპროში. პერმანენტულად იბომბება დონეცკის ოლქი.

მაკეევკაზე მიტანილი იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. მოსახლეობა მასობრივად ტოვებს კრამატორსკს.

ლუგანსკის ოლქზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, დონეცკის ოლქის ეს ქალაქი რუსული საოკუპაციო ძალების მთავარ სამიზნედ იქცა. ქალაქ ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ ოკუპანტები პრაქტიკულად სრულად აკონტროლებენ ლუგანსკის ოლქს.

ადგილობრივი სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, ლისიჩანსკში 10 ათასზე მეტი ადამიანია დარჩენილი.