უკრაინამ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ მამაცურ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს - ჯონსონი

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.

„ჩვენი უშუალო პრიორიტეტია, შევუერთდეთ ჩვენს მოკავშირეებს, რათა უკრაინამ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ მამაცურ ბრძოლაში გაიმარჯვოს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

„ყველას გვესმის, რომ თუ პუტინს უკრაინაში არ შევაჩერებთ, ის იპოვის ახალ სამიზნეებს თავისი რევანშისტური თავდასხმებისთვის. ჩვენ არ ვიცავთ რაიმე აბსტრაქტულ იდეალს, არამედ მშვიდობიანი სამყაროს პირველ პრინციპს, რომელიც არის ის, რომ დიდ და ძლიერ ქვეყნებს თავისი მეზობლების დანაწევრების უფლება არ აქვთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.