ევროკავშირი ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის პლატფორმას შექმნის

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის პლატფორმას შექმნის.

„ჩვენ უკვე შევთავაზეთ უკრაინის მთავრობას აღდგენის მიმართულების განსაზღვრისთვის პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს ყველა პარტნიორს. უკრაინა მასში წამყვან ადგილს დაიკავებს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, პლატფორმა განსაზღვრავს უკრაინის აღდგენის სტრატეგიულ მიმართულებებსა და პრიორიტეტებს.

მანამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას აღდგენის გეგმისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება.