იმის გამო, რომ ოკუპანტებმა გზა გადაკეტეს, დაჭრილი ბავშვებით სასწრაფო დახმარების მანქანები საცობში არიან

სასწრაფო დახმარებაუ უკრაინაში

ვასილიევკას მახლობლად, ზაპოროჟიეს რაიონში, დამპყრობლებმა გადაკეტეს გადასასვლელი, რის შედეგადაც მრავალ კილომეტრიანი საცობი შეიქმნა მარიუპოლთან. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

„კოლონაში არის საევაკუაციო ავტობუსები, რომლებიც ხალხს ბერდიანსკიდან ზაპოროჟიეში მიჰყავს. სასწრაფო დახმარების მანქანებიც დაჭრილ ბავშვებთან ერთად არიან. ხალხი უკვე ორი დღეა წყლისა და საკვების გარეშეა", - ამბობს უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, ლუდმილა დენისოვა. 

მისი თქმით, დამპყრობლები სიღრმისეულად ამოწმებენ მათ, ვინც მათ საგუშაგოს გადაკვეთს და კოლონის მოძრაობას დაბრკოლებებს უქმნიან.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობით ოფისთან არის შეთანხმება საკვების, წყლისა და მედიკამენტების მიწოდებაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საცობში არიან ჩარჩენილი. რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს კოლონის გასაშვებად", - დასძინა დენისოვამ.

ცნობისთვის, 26 მარტს, უკრაინაში 10 ჰუმანიტარული დერეფანია მოწყობილი.