თბილისში, კორპუსში ლიფტი ჩაწყდა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1790711992
თბილისში, სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა.
შემთხვევის დროს ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მათ კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ. დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა და პირველზე შეჩერდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.