რა დაწერა ბოლოს სოციალურ ქსელში უკრაინაში გარდაცვლილმა კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა

დათო გობეჯიშვილი

უკრაინაში, წუხელ კიდევ ერთი მებრძოლი დათო გობეჯიშვილი დაიღუპა. 

„შევურიგდი პირველ ცოლს",- ეს არის ქართველი მებრძოლის ბოლო ფოტო სოციალურ ქსელში, რომელიც 51 წლის დათო გობეჯიშვილმა 4 დღის წინ გააზიარა.

„ლომო უფალი გფარავდეს, ვერ იშორებ ამ იარაღს“,- ასე ამხნევებდნენ უკრაინაში წასულ დათოს მეგობრები. 

ქალაქ ირპენში მყოფი მებრძოლის, ზაალ ლატარიას თქმით, 51 წლის დათო გობეჯიშვილი კიევში 4 დღის წინ ჩავიდა.

იგი წუხელ ირპენში ძლიერი შეტაკებისას დაიღუპა.

ლატარიას თქმით, სოხუმიდან დევნილი დათო გობეჯიშვილი ტყიბულში ცხოვრობდა.