საპატრულო პოლიციამ გერმანიის მიერ სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ძებნილი ორი პირი დააკავა

პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი გატაცების, გაუპატიურებისა და სხეულის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდნენ.

დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა. ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

✕