რატი იონათამიშვილი: 1-ლი ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს

რატი იონათამიშვილი

1-ლი ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, 14 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს 1 ოქტომბრის მასშტაბი საქართველოსთვის.

„14 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს 1 ოქტომბრის მასშტაბი საქართველოსთვის და რომ არ აეღო ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს წინაშე და რომ არ დასდგომოდა მას გვერდით ქართველი ხალხი და არ გაეკეთებინა სწორი არჩევანი, მაშინდელი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას სრულიად სხვა გზით წაიყვანდა და ეს გზა იქნებოდა ომის, მძიმე დაპირისპირებისა და ქვეყნის განადგურების.

1-ლი ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა.

✕