როგორია მოსწავლეების მდგომარეობა, რომლებიც ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის დროს დაშავდნენ

სასწრაფო

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში. ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა.

შემთხვევა სოფელ ახალსოფლის შესასვლელში, გზაჯვარედინზე მოხდა. სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ერთ მოსწავლეს ხელის მტევანი, ერთს კი ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი.

სამი მოსწავლე კლინიკაში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა. დანარჩენი მოსწავლეები კი, პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა შეიყვანეს.

ადგილზე ჩავიდა ყვარლის საგანმამათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ქეთევან ჭიპაშვილი.
„- ყველა ბავშვი შეამოწმეს მედიკოსებმა. ვინც ოდნავ მაინც რამეს იტკიებდა, გადაყვანილია კლინიკაში, რომ ბოლომდე მოხდეს მათი შემოწმება“, - განაცხადა ჭიპაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და 112-ის ბრიგადა იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაც.

✕