საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმის განხილვა მიმდინარეობს - გამოიკითხა ვახტანგ გომელაური

საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოში ვახტანგ გომელაური გამოიკითხა. გამოკითხვის შემდეგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა, რომ ჩორჩანას საგუშაგოზე ინფორმაციას არ ფლობდა. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ შეიტყო, რაც გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო.

დღესვე გამოიკითხა ლევან კაკავა, რომელიც 2019 წელს გიორგი გახარიას მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. საქმე ეხება სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვას.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო აიგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. სუს-ი ინფორმირებული არ იყო საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით. მათ შორის არ იყო ინფორმირებული ევროკავშირის მისია.

მეორე მოწმე იყო შს მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. რა თქმა უნდა გარკვეული დოკუმენტები არსებობდა, რომელზეც ხელს აწერდა, საუბარი იყო გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დოკუმენტებზე, ამ დოკუმენტებში კი არსად იკითხებოდა, რომ კონკრეტული გზის დაგების მიზანი იყო საგუშაგოს აღმართვა. დავინტერესდით, იქნებ მოადგილესთან პირადად ჰქონდა [გახარიას] კომუნიკაცია, თუმცა მოწმემ განაცხადა, რომ არ იცოდა საგუშაგოს შესახებ“, - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

✕