ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
1790777510
ესპანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებსა და სკოლების ბლოკირების ფაქტებს გამოეხმაურა.
„მე მესმის და ვიზიარებ იმ შფოთვასა თუ ბრაზს, რომელიც შესაძლოა ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
ამასთან, მაკრონმა ხაზგასმით დასძინა, რომ „არცერთი პრობლემური საკითხი და შიში ძალადობას არ ამართლებს“.
მან მკაცრად გააკრიტიკა ის ფიგურები, რომლებიც მოსწავლეების საპროტესტო მუხტს აღვივებენ: „ვიხილეთ არაერთი პასუხისმგებელი პირი, რომლებიც სკოლებთან მოსწავლეების წასაქეზებლად მივიდნენ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საგანგაშოა“.
„დიახ - შეკითხვებსა და დებატებს, არა - ნებისმიერი ფორმის ძალადობას!“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან სოლიდარობა გამოუცხადა მოსწავლეთა მშობლებს, პედაგოგებსა და სამართალდამცველებს.
„სკოლების დანიშნულება ცოდნის გაზიარება და კარის გაღებაა, და არა ბლოკირება თუ ურნებისთვის ცეცხლის წაკიდება“, - დაასკვნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციების გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც პარიზში დაიწყო, გადატვირთულ კლასებს, მასწავლებლების დეფიციტსა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს უკავშირდება. მოსწავლეები უკვე რამდენიმე დღეა სკოლების შესასვლელებს ბლოკავენ.