ვრცელდება პირველი კადრები Flydubai-ის რეისიდან
1790782902
ევროკავშირი რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაზე უნდა გადავიდეს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს და კატასტროფული ბირთვული თავდასხმა თავიდან იყოს აცილებული, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
რადევმა ასევე გააკრიტიკა ევროპის მიერ უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების გაგრძელება და მას „ძალით მშვიდობის დამყარების“ წარუმატებელი სტრატეგია უწოდა.
„მხოლოდ იარაღის მიწოდებასა და მხარდაჭერას თავისი ზღვარი აქვს, რადგან საბოლოო მშვიდობა დიპლომატიით დამყარდება და არა შეიარაღებით. ასე რომ, ჩვენი მოწოდებაა, მეტად მოვუსმინოთ ერთმანეთს და აღვადგინოთ კომუნიკაციის არხები“, - აღნიშნა რადევმა.
„პრობლემა ის არის, რომ ბირთვული რისკის შესახებ კითხვას არავინ სვამს. არსებობს ის? შეიძლება არა, არ ვიცი, მაგრამ ეს მაინც რისკია“, - განაგრძო მან.
„ყოველთვის უარესი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. ვართ კი ამისთვის მზად? საუბრობს ვინმე რისკების შეფასებაზე? საერთოდ არსებობს ასეთი რამ? რადგან ჩვენ ვცდილობთ, უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოზე კონვენციური გამარჯვება მოვიპოვოთ. [...] ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს იმაზე, რომ ჩვენს კონტინენტზე ბირთვული იარაღია, ბირთვული იარაღია რუსეთის არენალშიც. ეს კი თამაშის გაანგარიშების ნაწილია“, - დასძინა ბულგარეთის პრემიერმა.
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
1790777510