უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად მიიღო უკრაინის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ - ზელენსკის ადმინისტრაცია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად მიიღო უკრაინის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა ავრცელებს.

„დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება ოფიციალურად მიიღო უკრაინისგან ნოტის სახით და შემდეგი ეტაპი იქნება ამ განცხადების განხილვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ანუ NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე ბრიუსელში“, – განაცხადა ჟოვკვამ.

უკრაინას NATO-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ იცის, რომ NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანება შესაძლებელია, რადგან ეს უკვე იხილა ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, რომლებმაც ალიანსში გაწევრიანება MAP-ის გარეშე მიმდინარე წელს დაიწყეს.

მთავარი სიახლეები