რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას თუ რუსეთს? - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ გამოკითხვას აწარმოებს, რომელი ილონ მასკი უფრო მოსწონს მოსახლეობას, ის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას თუ რუსეთს?

 

უკრაინის პრეზიდენტმა ეს გამოკითხვა ილონ მასკის გამოკითხვის საპასუხოდ გამოაქვეყნა, რომელშიც მასკმა გამოთქვა საკუთარი პოზიცია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საკუთრების საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

„მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის:

- განმეორებითი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი გადის, თუკი ხალხის ნება იქნება.

- ყირიმი ფორმალურად რუსეთის შემადგენლობაშია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).

„ ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია“ , - წერს მასკი. 

 

მასკს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმაც უპასუხა. მიხაილო პოდოლიაკმა მასკს სხვა სახის გამოკითხვა შესთავაზა. კერძოდ:

„უკრაინა ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს ანექსირებული ყირიმის ჩათვლით.

- რუსეთი განიცდის დემილიტარიზაციას და სავალდებულო დენუკლეარიზაციას და ვეღარ ემუქრება სხვებს.

ომის დამნაშავეები საერთაშორისო ტრიბუნალს ექვემდებარებიან“ , - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.