ჩეხეთში საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლის კვარცხლბეკი სარეცხ მანქანად მოხატეს

საბჭოთა ჯარისკაცი

 ჩეხეთში საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლის კვარცხლბეკი სარეცხის მანქანად მოხატეს იმის ნიშნად, თუ როგორ ძარცვავენ უკრაინაში რუსი ჯარისკაცები სახლებს.

ჩეხეთის ქალაქ ლიტომერიცში საბჭოთა წითელი არმიის ძეგლის კვარცხლბეკი სარეცხ მანქანას დაემსგავსა, იტყობინება ადგილობრივი გაზეთი Novinky. გამოცემის ცნობით, სარეცხი მანქანა უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ძარცვის არაერთ შემთხვევაზეა მიანიშნებს. თავად ძეგლი წითელი საღებავით იყო გაჟღენთილი. ლიტომერიცის მერმა, რადეკ ლევიმ თქვა, რომ ადგილობრივი კომუნალური კომპანიები ძეგლს საღებავს მოაცილებენ. „ქალაქის ტექნიკური სამსახურები გაარკვევენ, როგორ მოხატეს ძეგლი“, - განაცხადა მან.

წყარო