VIDEO: გადაწყვეტილება მიღებულია - დაბრუნდება თუ არა ბეა ,,პრაიმ ჰაუსში"

ბეა

ბეა გაზდელიანმა მორიგი მიმართვა გაავრცელა, სადაც იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რის გამოც, ,,პრაიმ ჰაუსის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

მისი თქმით, პროექტში დაბრუნება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაჭიანურდა, ახლა კი, მისი დაბრუნება სხვა მონაწილეების მიმართ უსამართლობა იქნება, რის გამოც, ,,პრაიმ ჰაუსის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

,,უნდა გითხრათ, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, მე ,,პრაიმ ჰაუსში" აღარ დავბრუნდები. ჩემი არ ყოფნა პროექტში ისე გაიწელა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რომ ახლა რომ დავბრუნდე, დიდი უსამართლობა იქნება, სხვა მონაწილეების მიმართ. ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან გაფასებთ და გპირდებით, რომ სულ მალე გადავიღებ ახალ და საინტერესო ვიდეოებს თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა და მიყვარხართ", - ამბობს ბეა ვიდეომიმართვაში.

ნახეთ, ვიდეო