1733256870
უკრაინაში პირველი თოვლი მოვიდა - ფოტოები
კვირას, 18 სექტემბერს, სოციალურ ქსელში უკრაინაში პირველი თოვლის ფოტო გავრცელდა. თოვლი კარპატების მთის წვერზე მოვიდა.
ფოტო ჩერნოგორიის მთის სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა გაავრცელა.
„2022 წლის 18 სექტემბერს 08:15 საათისთვის მოღრუბლულია ჩერნოგორსკის მთაზე, ხილვადობა შეზღუდულია. თოვს. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-8 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა -1°C“,- წერია ინფორმაციაში.