1733258119
უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ 8 გემმა დატოვა
უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ რვა გემმა დატოვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„18 სექტემბერს უკრაინის პორტებიდან 169.3 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული 10 გემის აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით გასვლა იგეგმებოდა. ნავსადგურები 8 გემმა დატოვა, კიდევ 2 ელოდება თავის რიგს და ხელსაყრელ პირობებს“, - აცხადებენ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.
უკრაინას, თურქეთს, რუსეთსა და გაეროს შორის მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე უკრაინის პორტები, ჯამში 3.7 მილიონი ტონა აგროპროდუქტით დატვირთულმა 165-მა გემმა დატოვა.