პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა სამეფო პროტოკოლის ყველა წესი დაარღვიეს - ნახეთ წყვილის თამამი ფოტოები

kate and william

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი საზოგადოების გაოცებას კვლავაც აგრძელებს. ამჯერად ყურადღების ცენტრში პრინცი უილიამი და ქეითი მოექცნენ.  ინტერნეტსივრცეში კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას თამამი ფოტოები გავრცელდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

პაპარაცებმა წყვილი უინძორში სპორტულ სანახაობაზე დააფიქსირეს. ქეითმა და უილიამმა სამეფო პროტოკოლის ყველა წესი დაარღვიეს და ერთმანეთისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატეს.

მართალია მათი სიყვარულის ისტორია 20 წელს ითვლის, თუმცა,  მსგავსი გულახდილი ფოტოები მედიას არ ახსოვს.

საქმე ისაა, რომ სამეფო პროტოკოლი ჰეროცოგებსა და ჰერცოგინიებს საჯარო სივრცეში გრძნობების გამოხატვას უკრძალავს.