„ვიდეოებს მიგდებდნენ, არ გრცხვენია ასეთი შვილი რომ გყავსო?“... „ვერ გააკონტროლა თავი“ - რას ჰყვება ანი ყიფშიძის დედა

პროექტ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილის ანი ყიფშიძის დედა იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ანიმ პროექტში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე ალკოჰოლი მიიღო და იცეკვა. 

„ეს კადრები, რომ გადიოდა მე გავთიშე, ვერ ვუყურებდი... მე ყველანაირად მზად ვიყავი კრიტიკისთვის, უბრალოდ ვიდეოებს მიგდებდნენ, არ გრცხვენია ასეთი შვილი რომ გყავს? ასეთი sms-ები მომივიდა. მე გავბრაზდი იმის გამო, რომ სალაპარაკო გამხადა და არა იმის გამო, რომ გაიხადა. ცუდად გამოჩნდა იმიტომ, რომ იყო ნასვამი და მე მაგაზე გავბრაზდი. ნასვამ მდგომარეობაში ვერ გააკონტროლა თავი“, - ამბობს ანი ყიფშიძის დედა.