რა წაიღო სახლიდან გოგომ, რომელსაც ეძებენ - რას ჰყვება დედა ,,პრაიმტაიმთან"

ლიკა გიორგობიანი

მეექვსე დღეა ოჯახი და პოლიცია 22 წლის ლიკა გიორგობიანს ეძებს. ის 30 ივნისს, დილის ათის ნახევარზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

არსებული ინფორმაციით, მისი კვალი ხონში იკარგება. 

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას, ლიკას დედა, ხათუნა გიორგობიანი ამბობს, მისმა შვილმა სახლიდან მხოლოდ ტანსაცმელი წაიღო.

„ლიკა ხუთშაბათს, დაახლოებით ათი საათისთვის გავიდა სახლიდან, სოფელ გვიშტიბიდან. კვალი პარასკევს, შუა დღიდან ქრება. არც მობილური ტელეფონი წაუღია. ტანსაცმლის გარდა, არაფერი. სავარაუდოდ, საბუთებიც არ აქვს თან," - ამბობს ხათუნა გიორგობიანი.

ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.