„ტყიდან კაცის განწირული ხმა გაიგონეს, მიშველეთო“ - რას ჰყვებიან გაუჩინარებული კაცის შესახებ

ლენტი

მეცხრე დღეა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში 82 წლის თეიმურაზ შანიძეს ეძებენ. 

როგორც ოჯახის ახლობელი ჰყვება, ვერსია იმის შესახებ, რომ კაცი მხეცმა შეჭამა და მისი ძაღლი დაკბინა, სიმართლე არ ჰგონიათ. 

,,მობილური ტელეფონის წაღება უნდოდა, მაგრამ, ვინაიდან ტელეფონს ელემენტი დამჯდარი ჰქონდა, სახლში დაუტოვებია. მეუღლისთვის უთქვამს, სოფელ გამოჩინებულში ზანდოს მონასტრის მხრიდან გადავიდოდა და ნახავდა იმ ადგილს, სადაც გზააბნეული პირუტყვი იყრიდა თავს. საღამოს რომ არ დაბრუნდა, მეუღლემ მეზობლებს დახმარება სთხოვა მოძებნაში.

ძაღლი, რომელიც პატრონს ახლდა, 82 წლის მამაკაცის გაუჩინარებიდან მეორე დღეს დაბრუნდა სახლში, არა დაკბენილი, არამედ ნაცემი. დაეგდო ერთ ადგილას და ფეხს აღარ იცვლის.

ვერსია იმის შესახებ, რომ კაცი მხეცმა შეჭამა და მისი ძაღლი დაკბინა, სიმართლე არ მგონია. თეიმურაზ შანიძე ძალიან ფრთხილი იყო, მას მარცხენა ხელი გაუქმებული ჰქონდა. ძროხის საძებნელად წასულმა თან წალდი წაიღო.

არიან ადამიანები, რომლებიც გვიყვებიან, რომ ტყიდან კაცის განწირული ხმა გაიგონეს, მიშველეთო. ამდენად, მოკლულია, ვფიქრობ” - ამბობს ოჯახის ახლობელი.

წყარო: gurianews