ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია - სკანდალური ინტერვიუ
1748116643
პლასტიკური ქირურგია თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა. სასურველი პარამეტრების მისაღწევად, ესთეტიკურ მედიცინას წლიდან წლამდე უამრავი ადამიანი მიმართავს. მათ შორის არიან ჰოლივუდის ვარსკვლავებიც. ისინი ყოველთვის ცდილობენ იდეალურად გამოიყურებოდნენ.
ყველაზე უცნაური პლასტიკური ოპერაციები:
კიმ კარდაშიანი
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავი პლასტიკურ ქირურგიას ძალიან ხშირად მიმართავს. კარდაშიანის ფორმებს აქტიურად განიხილავს მსოფლიო მედიაც. როგორც აღმოჩნდა, კიმის მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული პროცედურებიდან ერთ-ერთი ყველაზე უცნაური - ჭიპის პლასტიკაა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში კარდაშიანმა განაცხადა, მეორე მშობიარობის შემდეგ ჭიპის ფორმა აღარ მოსწონდა, ამიტომაც დახმარებისთვის გამოცდილ სპეციალისტს მიმართა.
კრისი ტეიგენი
კიმი კარდაშიანის მსგავსად, კრისი ტეიგენიც ესთეტიკური პროცედურების დიდი მოყვარულია. ის წლებია იკეთებს ბოტოქსს, მოიხმარს ფილერებს. ცხიმის მოცილებისა და წარბების გადანერგვის ოპერაციაც აქვს გაკეთებული. თუმცა, ჩამონათვალში ყველაზე უჩვეულო იღლიის ლიპოსაქციაა. ლიპოსაქცია ქირურგიული მეთოდია, რომლის დროსაც ე.წ. ვაკუუმური საქაჩით ცხიმის ამოტუმბვა ხდება. კრისი ტეიგენის თქმით, იღლიის მიდამოში დიდი რაოდენობით ცხიმი და ნაკეცი ჰქონდა. ეს ყველაფერი კი უმკლავო სამოსის მორგებისას განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნიდა. სწორედ ამიტომ აღნიშნულ პროცედურას მიმართა.
ბლეიკ ლაივლი
როგორც ირკვევა, ბლეიკ ლაივლის თავისი ნიკაპის ფორმა არ მოსწონდა. ამიტომაც, მან მენთოპლასტიკას მიმართა. პლასტიკური ქირურგიის ამ მეთოდის დროს ხდება ყბის სტრუქტურის ცვლილება და სახის ოვალისთვის სასურველი ფორმის მიცემა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცედურა მერილინ მონროსაც აქვს ჩატარებული.
სხვათა შორის, ბლეიკ ლაივლის ასევე შეცვლილი აქვს კბილებისა და ღრძილების ფორმა - ასევე გაკეთებული აქვს ბოტოქსი, მიუმართავს ფილერებისთვისაც.
დემი მური
დემი მურმაც დროთა განმავლობაში არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარა და ესთეტიკური მედიცინის სხვადასხვა მეთოდს მიმართა. ვარსკვლავს ჩატარებული აქვს ცხიმის მოშორების პროცედურა. შეცვლილი აქვს ლოყის ბალიშების ფორმა. სხვა ვარსკვლავების მსგავსად, ისიც ბოტოქსისა და ფილერების აქტიური მომხმარებელია. თუმცა, ყველაზე უჩვეულო პლასტიკური ოპერაცია, რაც კი დემი მურს აქამდე გაუკეთებია - მუხლის კორექციაა იგივე ლიპომოდელირებაა. როგორც მან აღნიშნა, ასაკის მატებასთან ერთად მისმა მუხლმა ფორმა დაკარგა, ამიტომ აღნიშნულ პროცედურას დაუყოვნებლიც მიმართა.
დიტა ფონ ტიზი
ვარსკვლავი ყოველთვის განსხვავებული გარეგნობით გამოირჩეოდა. თუმცა, მას ძალიან უნდოდა ე.წ. ქვიშის საათის დიგურა ჰქონოდა. ამისთვის კი მან საკმაოდ უცნაური პროცედურა ჩაიტარა და ქვედა წყვილი ნეკნები ამოიღო. აღსანიშნავია, რომ ეს საკმაოდ სარისკო პროცედურაა, თუმცა სასურველი შედეგის მისაღებად დიტა ფონ ტიზმა მაინც გარისკა.
ასევე დაგაინტერებთ:
👉 საზარელი დანაშაული - დააკავეს დედა, რომელმაც შეყვარებულთან ერთად, საკუთარი შვილი გააუპატიურა
👉 გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ - სად იწვიმებს და სად იქნება კარგი ამინდი