„ამბობს, რომ 2 თვის ორსულია...“ - სუროგაციის საქმის ახალი დეტალები და მითვისებული 350 000 ლარი

თაღლითობა

სუროგაციის საქმეზე, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ანჟელიკა კვარაცხელია, რომელმაც ემიგრანტ ცოლ-ქმარს 350 000 ლარი გამოსძალა ამბობს, რომ 2 თვის ორსულია. 

დაცვის მხარემ სასამართლოს 5 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

„პრაიმტაიმმა“ დაზარალებული ოჯახის პოზიცია მოისმინა:

„აფერისტია, ამბობს, რომ 2 თვის ორსულია. გირაოს სანაცვლოდ უნდოდა გამოსვლა. მერე ადვოკატმა ჭინჭრის ციება აქვსო.გირაოზე არაფრით არ დავთანხმდებით. მაგას, რომ უნდა ისე არ იქნება ეს საქმე...“

საქმეზე ბრალდებულ ანჟელა კვარაცხელიას 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.