1747980527
თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ზ.ნ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს შემცველი 992 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ინფოორმაციას შსს ავრცელებს.