1747943662
ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს

ჩეხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ორმა ტურისტმა კრკონოშეს მთებში განძი აღმოაჩინა.
CNN-ის ინფორმაციით, ტურისტებმა, რომლებმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს, ტყით მოკლეზე გადასვლა გადაწყვიტეს და ქვის კედელში ალუმინის ყუთის ნაწილი შეამჩნიეს. შიგნით კი 10 ოქროს სამაჯური, 17 პორტსიგარი, სავარცხელი და 598 მონეტა აღმოაჩინეს.
ტურისტებმა ნაპოვნი ნივთები აღმოსავლეთ ბოჰემიის მუზეუმს გადასცეს, რის შემდეგაც განძის შესწავლა არქეოლოგებმა დაიწყეს. მეცნიერებმა ჯერ არ იციან ვინ და რატომ დამალა ეს ნივთები, თუმცა დაადგინეს, რომ ამის შემდეგ 100 წელზე მეტი ალბათ არ გასულა, რადგან ერთ-ერთი მონეტა 1921 წლით არის დათარიღებული. არქეოლოგების ვარაუდით, განძინ მთებში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დამალეს.
ჯერჯერობით დაუდგენელია ნაპოვნი ნივთების ფასიც. მხოლოდ მონეტების წონა 3,7 კილოგრამია. ამასთან, ყუთში არ იყო ადგილობრივი ფული - მხოლოდ ბალკანური და ფრანგული. მუზეუმში აღნიშნეს, რომ მეტ კვლევას ჩაატარებენ ნივთების ფასის დასადგენად.