1747943662
მიხეილ ყაველაშვილი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ

ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ. ამას ყველა უნდა შევეგუოთ, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, თუ სახელმწიფო არსებობს, იქ კონსტიტუციას და კანონს გვერდს ვერავინ აუვლის.
„ევროპარლამენტარები ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. როგორ უნდა მომხდარიყო მისი გათავისუფლება, როცა არსებობს სისხლის სამართლის დანაშაული, დაპატიმრებულია და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თავად როგორ წარმოედგინათ, დემოკრატიულ ქვეყანაში როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს აქტი?! თუ ქვეყანა არ არის დემოკრატიული, სამართლიანი, კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციაზე მორგებული როგორ უნდა განახორციელოს ეს აქტი?! როცა მოგიწოდებენ, რომ ეს აქტი უნდა განახორციელოთ, მაშინ კანონი უნდა დავარღვიოთ და ისე უნდა გამოვუშვათ სააკაშვილი, სხვანაირად ხომ ვერ მოხდება?! როგორ არაფრად გთვლიან, როგორ შეურაცხყოფას გაყენებენ, რომ თითქოს ეს ჩვენ შეგიძლია“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.