რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

ტყვეები

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 390-390 ტყვე გადასცეს. კერძოდ, ორივე მხარემ 270 სამხედრო და 120 სამოქალაქო პირი დააბრუნა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე.

როგორც მედია წერს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.

მანამდე, სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000-1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდა. როგორც მედია იუწყება, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მომავალ დღეებში სამხედრო ტყვეებს კიდევ გაცვლიან.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტყვეთა მორიგი გაცვლა, სავარაუდოდ, შაბათ-კვირას გაგრძელდება.

„ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს სახლში. დღეს – 390 ადამიანი. ვვარაუდობთ, რომ შაბათს და კვირას გაცვლა გაგრძელდება. ჩვენ ვამოწმებთ ყოველ გვარს, ყოველ დეტალს თითოეული პიროვნების შესახებ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.