ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960
2019 წელს ბათუმში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა საზოგადოება შეძრა.
საქართველოში ტურისტად ჩამოსული ქალი აცხადებდა, რომ მისმა მეგობარმა კაცმა მასზე სექსუალურად იძალადა.
„მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა განმარტა, რომ საქართველოში ტურისტად მყოფმა გასული წლის ზაფხულს გაიცნო ი.მ. და ამის შემდეგ მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან ინტერნეტის საშუალებით.
პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში და ხვდებოდა ი.მ.-ს. არაერთხელ ჰქონდათ სექსუალური კავშირი. მათი შეხვედრები სხვადასხვა ნაქირავებ ბინაში ხდებოდა. ი.მ. რუსულ ენას კარგად არ ფლობს, ამიტომ ხან ინგლისურად, ხან "გუგლი თარჯიმნის" დახმარებით უწევდათ ურთიერთობა და საუბარი. ი.მ. უყვარდა, სურდა მასთან სერიოზული ურთიერთობა ჰქონოდა, შეექმნა ოჯახი, ჰყოლოდა შვილები. საქართველოში მისი ბოლო ვიზიტი 2019 წლის 31 მაისს დაიწყო. 8 ივნისს, შეთანხმებისამებრ, ი.მ.-მ ავტომანქანით ჩააკითხა სოფ. კაპროვანში და ჩაიყვანა ბათუმში. მივიდნენ ნაქირავებ ბინაში, სადაც ბინის პატრონი დახვდათ, მან გასაღები გადასცა, შემდეგ ი.მ. და ის მამაკაცი წავიდნენ ბინიდან, თვითონ კი აბაზანაში შევიდა შხაპის მისაღებად, კარი შიგნიდან ჩაკეტა და ბანაობას შეუდგა. მოულოდნელად აბაზანაში ი.მ. შევიდა, თუმცა ა.ს-ს თხოვნას გარეთ გასულიყო, მაშინვე დაემორჩილა და გავიდა. აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ, ი.მ.-მ მასთან სქესობრივი კავშირი მოინდომა, რაზეც უარი უთხრა მოტივით: "ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ". თუმცა ი.მ. გაღიზიანდა, ყვირილი დაიწყო, მუშტი კედელს დაარტყა, ტელევიზორის პულტი გატეხა. რას ყვიროდა არ იცის, რადგან ქართული არ ესმის. შეშინდა, წინააღმდეგობის უნარი დაკარგა და ი.მ.-მ საწოლზე ტრადიციული ფორმით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი...“, - ვკითხულობთ საქმის მასალებში.
მიმდინარე საქმეზე, ბრალდებულ პირს რამდენიმე მძიმე მუხლი ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის გაუპატიურება, რომელშიც გამართლდა.
თუმცა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წელი განუსაზღვრეს.