ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია - სკანდალური ინტერვიუ
1748116643
მშობელი „ეკო ბაღის“ აღმზრდელს ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.
„ეკო ბაღი“ ერთ-ერთი მშობლის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს და სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ავრცელებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენი ყოფილი აღსაზრდელების მშობლის მარიამ ჟღენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს და შესაბამის პოსტს, რომელიც ამტკიცებს, რომ მის შვილს არასათანადოდ მოექცნენ. მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მისი მიზანი არის ჩვენი ბაღის უსაფუძვლო და მიზანმიმართული დისკრედიტაცია.ქალბატონი მარიამი ცრუობს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანია არ დათანხმდა იმ თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას,
(რომლის გათავისუფლების არანაირი არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა) რომელიც მას პირადი შეხედულებიდან გამომდინარე არ მოსწონდა.სინამდვილეში მოხდა შემდეგი - დღის ბოლოს, როდესაც ბავშვის წასაყვანად მოვიდა ბავშვის ბაბუა, ბავშვს პამპერსი გამოსაცვლელი ჰქონდა, ამიტომ ბაღის მასწავლებელმა
გადაწყვიტა სანამ ბაბუა ბავშვს წაიყვანდა პამპერსი გამოეცვალა, რაზეც ბავშვმა უარი განუცხადა და არ უნდოდა შარვლის გახდა (ვისაც პატარებთან აქვს შეხება ის ადვილად მიხვდება პატარას ამ ჩვეულებრივ ჭირვეულობას). ბაღის მასწავლებელმა შეატყობინა და ჩააბარა ბავშვის სხვა მასწავლებელს, რომელსაც ბავშვი უკეთ იყო მიჩვეული დახმარებოდა.
პამპერსის ამოსატანად გადაწყვიტა ჩასვლა და ბავშვი მეორე მასწავლებელს ჩააბარა და სანამ იგი დაბრუნდებოდა, ბავშვი კი მისთვის საყვარელ მასწავლებლისკენ წავიდა. ქალბატონი მარიამის გავრცელებული პოსტი არის კომპანიის უსაფუძვლო დისკრედიტაციისკენ და დაზიანებისკენ მიმართული ვინაიდან მას პიროვნული მტრული დამოკიდებულება აქვს კომპანიის
დირექტორთან და მის მიერ აყვანილ ყველა თანამშრომელთან, სწორედ ამიტომ ითხოვდა იგი მის გათავისუფლებას. ქალბატონი მარიამის შვილები, რომ საუკეთესო გარემოში იმყოფებოდნენ, ამას ადასტურებს მის პოსტში მითითებული შემდეგი წინადადება - „ჩემი შვილები (ნენე და ათუნა )ბაღიდან გამოვიყვანე. ბავშვებს — ენატრებათ მეგობრები,
მასწავლებლები, ანალოგიურად ბაღელებს ისინი!“ . თუ ბავშვები ცუდ პირობებში იმყოფებოდნენ, მაშინ რატომ ენატრებათ მის შვილებს ბაღი და მასწავლებლები.ქალბატონი მარიამი ცრუობს როდესაც აცხადებს, რომ:1) მასწავლებელი უხეშად, ცივი და აგრესიული ტონით ელაპარაკებოდა. თითის ქნევით ემუქრებოდა, ძალით ჩახადა ტანსაცმელი და დატოვა ამ მდგომარეობაში, რაც ყველაზე შემზარავია — ბავშვი მარტო დატოვა კიბეებთან ატირებული და წავიდა. - მსგავსი ფაქტი არ ჩანს საერთოდ არც დაბლარულ და არც დაუბლარავ ვიდეო ჩანაწერებზე მით უმეტეს. არ შეესაბამება სინამდვილეს და არის სიცრუე.2) ბავშვის ბაბუა არ დგას ქვევით - თანდართულ ვიდეოში (კანონით დადგენილი წესით დაბლარულია ბაბუის სახე) დასტურდება, რომ ბავშვის ბაბუა ელოდება ბავშვს ბაღიდან წასაყვანად.3) დირექტორის ამ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას შეეწირა 2/3/4 წლის ბავშვების ინტერესები!- იგი აცხადებს, რომ ბაღში დაჰყავდა 3 ბავშვი, სინამდვილეში კი მხოლოდ ორი ბავშვი დაჰყავდა ჩვენთან. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი ბაღი მაქსიმალურად ზრუნავს თითოეული
აღსაზრდელის საუკეთესო ინტერესებზე, რათა ისინი მშვიდ, უსაფრთხო, ჯანსაღ და სიყვარულით სავსე გარემოში იზრდებოდნენ. ასეთ საუკეთესო გარემოში იზრდებოდნენ ქალბატონი მარიამის შვილებიც და თანდართულ სურათებში (მისი მცირე ნაწილია მხოლოდ მოცემული) ნათლად ჩანს მისი დამოკიდებულება ეკო ბაღის მიმართ, თუმცა, როგორცვე მისი მოთხოვნა თანამშრომლის უსაფუძვლო განთავისუფლებაზე კომპანიამ არ დააკმაყოფილა მისი მტრული დამოკიდებულება კომპანიის დირექტორის და მის მიერ აყვანილი თანამშრომლის მიმართ
გამძაფრდა და ასეთი სახე მიიღო, ამას კი შესწირა თავად ბავშვების ინტერესები და სურვილები.და ბოლოს გვინდა განვმარტოთ, კომპანია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას (მათ შორის სასამართლო დავას დაიწყებს მის წინააღმდეგ), რათა ქალბატონი მარიამის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუე დადგინდეს და მან აგოს პასუხი ბაღის წინაშე მის მიერ მიყენებული რეპუტაციული და ფინანსური ზიანისათვის.კომენტარებში იხილავთ ქალბატონი მარიამის საჯარო პოსტების სქრინებს,სადაც მადლიერებას გამოხატავს ეკო ბაღის მიმართ!“ - ნათქვამია ბაღის მიერ გავრცელებულ პოსტში.