ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია - სკანდალური ინტერვიუ
1748116643
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
"დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ.-ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.