იქნება თუ არა ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი - ნახეთ მისი კომენტარი

ჯო ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მას ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

განცხადება ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში გააკეთა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

"ჩემი სურვილია, რომ კვლავ ვიყარო კენჭი, თუმცა ეს მხოლოდ სურვილია. მაგრამ არის თუ არა ეს მტკიცე გადაწყვეტილება? ეს ჯერ კიდევ გასარკვევია", - თქვა ბაიდენმა. ცნობისთვის, ჯო ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი 2020 წელს გახდა. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2024-ში ჩატარდება. აპრილში გამოცემა The Hill წერდა, რომ ბაიდენმა ამერიკის ექსპრეზიდენტ, ბარაკ ობამას უთხრა, რომ ის 2024 წელს კენჭს ხელახლა იყრის.