რა ხდება ამ წუთებში თბილისის მეტროსა და ქუჩებში - ქალაქი თითქმის პარალიზებულია

გადაჭედილი მეტრო

რა ხდება ამ წუთებში თბილისის მეტროსა და ქუჩებში - ფაქტობრივად მოძრაობა პარალიზებულია თითქმის ყველა ქუჩაზე. გადაჭედილია თბილისის მეტრო.

გლდანში, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" შესასვლელში, ცოტა ხნის წინ ხალხმრავლობა იყო, რის გამოც მეტროში ჩასვლამდე ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში იდგნენ რიგში.

იგივე მდგომარეობა იყო მეტრო ვარკეთილის შესასვლელში.