ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა მოსკოვთან პარალელურ საკომუნიკაციო არხებს არ გახსნის

ფრიდრიხ მერცი

ევროკავშირი ყოველთვის მზადაა, ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნისა, ევროპა რუსეთთან „პარალელურ საკომუნიკაციო არხებს არ გახსნის“.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. ამჟამად აბუ დაბიში კოორდინირებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ ჩვენ შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ამ მოლაპარაკებების კიდევ უფრო გაუმჯობესებაში, მაშინ ამას გავაკეთებთ. თუმცა ჩვენ პარალელურ საკომუნიკაციო არხებს არ გავხსნით“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.