გრძელდება განცხადებების მიღება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრობაზე

გრძელდება განცხადებების მიღება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრობაზე

გრძელდება განცხადებების მიღება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრობაზე. განცხადებების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 20 თებერვლამდე.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და მერის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

მრჩეველთა საბჭოს მიზანია, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე, მოქალაქეთა ჩართულობით ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებას.

საბჭოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს საბჭოში წევრად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს:
https://ambrolauri.gov.ge/wp-content/uploads/2026/01/ბრძანება.pdf