კარგი სიახლე - შექმნეს თერაპია, რომელმაც თაგვებში პანკრეასის კიბო სრულად და ხანგრძლივად გააქრო

პანკრეასის კიბო

ესპანეთში პანკრეასის კიბოს დიაგნოზს ყოველწლიურად 10 300-ზე მეტი ადამიანი იღებს.

ეს დაავადება ერთ-ერთი ყველაზე აგრესიულია და ხშირად გვიან სტადიაზე ვლინდება, რის გამოც მკურნალობის ეფექტიანი გზები შეზღუდულია. შედეგად, პაციენტების 10%-ზე ნაკლები დიაგნოზის დასმიდან ხუთ წელზე მეტხანს ცოცხლობს.

ესპანეთის კიბოს ეროვნული კვლევითი ცენტრის (CNIO) მეცნიერებმა, მარიანო ბარბასიდის ხელმძღვანელობით, თაგვებზე პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მიდგომა გამოსცადეს, რომელმაც სიმსივნის სრულად და ხანგრძლივად გაქრობა გამოიწვია მინიმალური გვერდითი ეფექტებით.

კვლევა ეფუძნება KRAS გენის მოქმედების ერთდროულად სამ წერტილში დაბლოკვას, რაც სიმსივნის რეზისტენტობის განვითარებას აფერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგები იმედისმომცემია, მეთოდი ჯერჯერობით მზად არ არის ადამიანებზე კლინიკური გამოცდისთვის.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.