შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770399881
მომღერალი, სალომე ბაკურაძე „რუსთავი ორის“ ეთერში თავისი ცხოვრებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს იხსენებს. სალომე ჰყვება თუ როგორ შეატყობინა მეუღლეს, ლაშა ბასლანძეს, რომ მამა გახდებოდა.
„მახსოვს, რომ ლაშიკო სამსახურში იყო და მე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და ორსულის სმაილი გავუგზავნე, მაშინვე დაიწყო ჩემზე გაუთავებელი ზრუნვა. შემდეგ უკვე სანტის დაბადების დროს… ეს ნამდვილი ემოცია უკვე იბადება იმ წამს, თუმცა იმ წამს არ მოდის ის ყველაფერი, რაც შემდეგში კიდევ და კიდევ უფრო ძლიერდება და ყველა ჩემს მეგობარს ვეუბნები, რომ ეს მართლა მარტო დასაწყისია და რაც არ უნდა მითხრა ახლა, რომ კი გესმის, არ გესმის იმიტომ, რომ არც მე არ მესმოდა. ან ყოველ დღე როცა ფიქრობ, რომ მეტი რაღა უნდა მოხდეს, მეტი როგორ უნდა გავგიჟდე და გადავირიო ამ ემოციისგან, ამ სიხარულისგან – არა, მეტი და მეტი მოდის თუმცა, პასუხისმგებლობებთან ერთად…“ – ამბობს სალომე ბაკურაძე.