ჯორჯია მელონი ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდა

ჯორჯია მელონი ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა.

ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

ჯორჯია მელონი ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ გახსნამდე შეხვდა, რომელსაც იტალია მასპინძლობს.

„ვიცე-პრეზიდენტს უკანასკნელად რომის პაპის ინაუგურაციაზე შეხვდი და დღეს, ჩვენ კვლავ ვხვდებით ერთმანეთს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე. ეს ორი შემთხვევა ასახავს ფასეულობის სისტემას, რომელიც აერთიანებს ევროპასა და შეეთებულ შტატებს, დასავლეთს. რაც ცხადია, ჩვენი თანამშრომლობის, მეგობრობისა და იმ მომავლის საფუძველია, რომლის ერთად აშენებაც გვსურს“, – განუცხადა მელონიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს.